01
ასოციაციის მიზნები
ასოციაციის მიზანია: სტომატოლოგიური დარგის განვითარება, ხელი შეუწყოს საქართველოში ხარისხიანი და სანდო სტომატოლოგიური სერვისის დამკვიდრებას მაღალი პროფესიონალური პროდუქციის, ტექნოლოგიების და სტანდარტების უზრუნველყოფის გზით.
გაგრძელება
- სტომატოლოგიური განათლების ხელშეწყობა;
- ხელი შევუწყოთ ინფორმაციის გაცვლას და კავშირების დამყარებას კომპანიებსა და სტომატოლოგებს შორის.
- ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანინების მეშვეობით ხდება ბაზრის მონაწილეებისა და დაინტერესებულ პირების ინტეგრაცია , რათა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომები,რაც საბოლოოდ ხელს უწყობს სტომატოლოგიური დარგის მდგრად განვითარებას ღია და გამჭვირვალე გარემოში.
- სტომატოლოგიური კომპანიების იტერესების დაცვა.
- გავაერთიანოთ ყველა დაინტერესეული პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც სტომატოლოგიურ დარგში მოღვაწეობს და ერთობლივად შევძლოთ დარგის განვითარება,
02
პროექტები
ასოციაციის ერთ ერთი წარმატებული პროექტია GDDA EXPO , რომელიც საქართველოში ყველაზე მაშტაბური სტომატოლოგიური გამოფენაა. ყოველ წელს ოქტომბრის თვეში სტომატოლოგიურ საზოგადოებას მთელს ამიერ კავკასიაში, ერთ სივრცეში ვთავაზობთ, იხილონ მსოფლიოში წამყვანი სტომატოლოგიური/სამედიცინო/ფარმაცევტული კომპანიების სტენდები. დაესწრონ საინტერესო ლექცია მასტერ-კლასებს.
GDDA EXPO გამოფენა
პირველად GDDA EXPO ჩატარდა 2019 წლის, 8-9 ნოემბერს, სადაც მონაწილეობა მიიღო 40-მდე სტომატოლოგიურმა კლინიკამ, 2500-მდე ვიზიტორმა, ჩატარდა ექიმი ლექცია და 11 მასტერ-კლასი.
გაგრძელება
2021 წლის გამოფენაზე 32 სტომატოლოგიური კომპანია, 200- მდე ვიზიტორი (კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე), 10 ლექცია და 5 მასტერ კლასი.
2022 წელს 60-მდე მონაწიელ კომპანია და 1000 მდე ვიზიტორი, 10 ლექცია და მასტერ კლასი.
GDDA გუნდის შესახებ
ასოციაციის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმი სტომატოლოგებით, მსოფლიოში წამყვანი სტომატოლოგიური კომპანიების მენეჯერებით. GDDA-ს გუნდის გამოცდილება, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ჩვენი ასოციაციის ძლიერი მხარეა. ვფიქრობთ, რომ მთავარი და გადამწყვეტი ელემენტები, საიდანაც ყალიბდება წარმატებული ორგანიზაცია, არის კორპორატიული კულტურა, გუნდური მუშაობა, კეთილგანწყობა, მომსახურების მაღალი სტანდარტები, სიჩქარე, ხარისხი, პრობლემის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაც შეიძლება მალე, კლიენტების// ექიმების/კლინიკების სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება და სანდოობა.
სტომატოლოგიური გამოფენა
2022 წლის 21-22 ოქტომბერს, “საქართველოს სტომატოლოგიურ დილერთა ასოციაციის” ორგანიზებით ჩატარდა რიგით მე-3 მაშტაბური სტომატოლოგიური გამოფენა, ჰუალინგ პლაზაში, თბილისი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სტომატოლოგიურმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა. გამოფენის დასასრულს 22 ოქტომბერს, გაიმართა მონაწილეებისთვის გათამაშება.